ბელგიამ რუსეთი გაანადგურა – ფინეთმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე B ჯგუფში პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბელგიის ნაკრებმა რუსები 3-0 გაანადგურა.

შეხვედრაში დუბლი ,,ინტერის” ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ შეასრულა.
ერთი გოლი კი სლავების კარში ,,დორტმუნდის'” მოთამაშემ ტომას მუნიემ გაიტანა.

ამავე ჯგუფში ტურნირის დებიუტანტმა ფინეთმა პირველი გამარჯვება იზეიმა.
სკანდინავიელებმა ისტორიულ შეხვედრაში დანიის ნაკრები ჯოელ პოიანპალოს გოლით დაამარცხეს.

მატჩის 42-ე წუთზე ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

დანიელ ფეხბურთელ კრისტიან ერიქსენს გული გაუჩერდა.
ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ამჟამად, ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანიელი ფეხბურთელი გონზე მოვიდა და თავისუფლად საუბრობს. მან თანაგუნდელებსაც ელაპარაკა და „ინტერის“ ჩატში საკლუბო თანაგუნდელებს მესიჯიც გაუგზავნა.

B ჯგუფი

სანკტ-პეტერბურგი. „გაზპრომ-არენა“

ბელგია 3:0 რუსეთი
10′ ლუკაკუ (1-0), 34′ მუნიე (2:0), 88′ ლუკაკუ (3:0 )

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, ბოიატა, ვერტონგენი (ვერმალენი 77), კასტანი (მენიე 27), დენდონკერი, ტილემანსი, თორგან აზარი, კარასკო (პრატი 77), მერტენსი (ედენ აზარი 72), ლუკაკუ
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

რუსეთი: შუნინი, ჯიქია, სემიონოვი, ფერნანდესი, ჟირკოვი (კარავაევი 43), ბარინოვი (დივეევი 46), ოზდოევი, ზობნინი (მუხინი 63), კუზიაევი (ჩერიშევი 29, მირანჩუკი 63), გოლოვინი, ძიუბა
მღავარი მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი

მსაჯი: ანტონიო ლაოსი (ესპანეთი)

კოპენჰაგენი, „პარკენი“

დანია 0:1 ფინეთი
60′ პოიანპალო (0-1)
გამოუყენებელი პენალტი: ჰოიბერგი

დანია: შმეიხელი; ვასი (ლარსენი 76), კიაერი (ვესტეგაარდი 63), კრისტენსენი, მეჰლე; ერიკსენი (იენსენი 43), ჰოიბერგი, დელანი (კორნელიუსი 76); პოულსენი, ვინდი (ოლსენი 63), ბრეიტვეიტი
მთავარი მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

ფინეთი: ჰრადეცკი; ტოივიო, არაიური, ო’შაუნესი; რაიტალა (ვაეისანენი 90), ლოდი, სპარვი (შულერი 77), კამარა, ურონენი; პოიანპალო (ფორსი 84), პუკი (კაუკო 77)
მთავარი მწვრთნელი: მარკუ კანერვა

სატურნირო ცხრილი
1. ბელგია 1 1 0 0 3:0 3
2. ფინეთი 1 1 0 0 1:0 3
3.დანია 1 0 0 1 0:1 0
4.რუსეთი 1 0 0 1 0:3 0

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე