ნოვაკ ჯოკოვიჩი ,,როლან გაროსის” ჩემპიონია

,,დიდი მუზარადის” ტურნირი ,,როლან გაროსი” მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა.

ჯოკოვიჩმა ფინალურ ორთაბრძოლაში ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.

გადამწყვეტი ბრძოლა დრამატული აღმოჩნდა.
დაპირისპირება 4 საათი და 12 წუთი გაგრძელდა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ელადელ მოწინაღმდეგეს 5-სეტში 6-7, 2-6, 6-3, 6-2, 6-4 სძლია.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა საჩემპიონო გზიდან ამერიკელი ტენის სანდგრენი, ურუგვაელი პაბლო კუევასი, ლიეტუველი რიკარდას ბარანკისი, იტალიელები ლორენცო მუსეტი და მატეო ბერეტინი ჩამოიცილა.
1/2 ფინალში კი ,,როლან გაროსის” 13-გზის ჩემპიონ ესპანელ რაფაელ ნადალს მოუგო.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ,,როლან გაროსის” ჩემპიონი მეორედ გახდა.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე