ქართველებმა ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დავასრულეთ

უნგრეთში ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულს მიუახლოვდა.

დღეს, მედლები გუნდებს შორის გათამაშდება

საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია.
ჩვენმა ჯუდოკებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსთვის სარეკორდო 4 მედალი მოიპოვეს.

ეს კი ქართველებისთვის ისტორიული შედეგია, როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივად.

აქამდე საუკეთესო შედეგი 2018 წელს გქვონდა.
მაშინ ქართველებმა მსოფლიოს პირველობაზე ყველა სინჯის თითო მედალი დაისაკუთრეს.

უნგრეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) მოიპოვა და პირველი ქართველი ჯუდოკა გახდა, რომელსაც ოლიმიპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული.

მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გახდა.
პლანეტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლები ტიტულოვანმა ვარლამ ლიპარტელიანმა და დებიუტანტმა ილია სულამანიძემ აიღეს.

1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო ამ შედეგით საქართველო გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილზე გავიდა.

ქართველები მხოლოდ იაპონიას ჩამორჩნენ.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა თავი
5 ოქროს, 4 ვერცხლსა და 2 ბრინჯაოს მოუყარეს.

ფოტო: ,,ჯუდოს დღიურები”

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე