ბრაზილიამ კოპა ამერიკის გახსნის მატჩში ვენესუელა გაანადგურა

სამხრეთ ამერიკის კონტინენტის პირველობა კოპა ამერიკა დაიწყო.

ტურნირის გახსნის მატჩში ბრაზილიის ნაკრები ვენესუელას დაუპირისპირდა და გამარჯვება უპრობლემოდ, მოიპოვა.

ტიტეს ბიჭებმა მეტოქეს 3:0 სძლიეს.

შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე ,,პსჟ” მცველმა მარკინოსმა გახსნა.

64-ე წუთზე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა.
11-მეტრიანი ზუსტად ნეიმარმა შეასრულა.

89-ე წუთზე ნეიმარმა საგოლე პასი მიითვალა.
ბრაზილიელი ვარსკვლავის პასით გოლი შეცვლაზე შესულმა გაბრიელ ბარბოსამ გაიტანა.

ბრაზილიამ 3 ქულა მოიპოვა და B ჯგუფის ლიდერი გახლავთ.

ამავე ჯგუფში წარმატებას კოლუმბიის ნაკრებმა მიაღწია. მათ ეკვადორის ნაკრები მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

ბრაზილია 3:0 ვენესუელა
23′ მარკინოსი (1-0), 64′ ნეიმარი პენ. (2-0), 89′ გაბრიელ ბარბოსა (3-0)

კოლუმბია 1:0 ეკვადორი
42′ კარდონა

1. ბრაზილია 1 1 0 0 3:0 3
2. კოლუმბია 1 1 0 0 1:0 3
3. პერუ 0 0 0 0 0:0 0
4.ეკვადორი 1 0 0 1 0:1 0
5. ვენესუელა 1 0 0 1 0:3 0

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე