ევროპის ჩემპიონატზე სლოვაკეთმა პოლონეთთან გამარჯვება იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ევროპის ჩემპიონატზე საქმეში E ჯგუფის ორი ნაკრები პოლონეთი და სლოვაკეთი ჩაერთო.

რუსეთის ქალაქ ,,სანქტ-პეტერბურგში” გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა.

უხვგოლიანი ორთაბრძოლა სლოვაკეთის ნაკრების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში სლოვაკეთის ნაკრებმა გახსნა.
ბურთი პოლონეთის ნაკრების მეკარეს ვიოჩეხ შჩესნის მოხვდა და კარის ბადეში ასე აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში პოლონელებმა წონასწორობა აღადგინეს.
მაციე რიბუსის პასით გოლი კაროლ ლინეტიმ გაიტანა.

62-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის მოედნიდან პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველმა გრჟეგორჟ კრიხოვიაკი გააძევა.

რიცხოვრივი უპირატესობა სლოვაკებმა მალე გამოიყენეს და 69-ე წუთზე დაწინაურება მოახერხეს.
პოლონელთა კარი შორეული დარტყმით მილანის ,,ინტერის” მცველმა მილან სკრინიაკმა დალაშქრა.

დარჩენილ დროში სლოვაკებმა ანგარიშის შენარჩუნება შესძლეს და აქტივში 3 ქულა ჩაიწერეს.

დღეს, ამავე ჯგუფში ესპანეთის ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება.
იქამდე კი ჯგუფის ლიდერი სლოვაკეთი იქნება.

E ჯგუფი
სანქტ-პეტერბურგი,
,,გაზპრომ არენა”

პოლონეთი 1:2 სლოვაკეთი
18′ შჩესნი ა.გ. (0-1), 47′ ლინეტე (1-1), 69′ სკრინიაკი (1-2)
გაძევება: 62′ კრიხოვიაკი (პოლონეთი)

პოლონეთი: სჩესნი, ბერეზინსკი, გლიკი, ბედნარეკი, რიბუსი (74′ პუჩაკი), ლინეტი (74′ ფრანკოვსკი), კრუხოვიაკი, კლიში (85′ მოდერი), იოზვიაკი, ჟელინსკი (85′ სვიდერსკი), ლევანდოვსკი
მთავარი მწვრთნელი: პაოლო სოუზა

სლოვაკეთი: დუბრავკა, პეკარიკი (79′ კოსჩელნიკი), სატკა, სკრინიაკი, ჰუბოჩანი, ჰარასლინი (87′ დურისი), ლიჩკა, ჰრომადა (79′ ჰროსოვსკი), მაკი (87′ სუსლოვი), დუდა (90+1′ გრეგუსი), ჰამშიკი
მთავარი მწვრთნელი: სტეფან ტარკოვიჩი

ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

You may also like

Leave a Reply