პატრიკ შჩიკის დუბლით ჩეხეთმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მე-4 საშეჯიბრო დღე შოტლანდიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრებების შეხვედრით დაიწყო.

გლაზგოში, ,,ჰემპდენ პარკზე” გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა უკეთ ითამაშეს და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყეს.

შეხვედრის გმირი ჩეხეთის ნაკრებისა და ლევერკუზენის ,,ბაიერის” ფორვარდი პატრიკ შჩიკი გახდა.
მან მატჩში დუბლი შეასრულა.

შჩიკის წყვილი გოლის წყალობით ჩეხეთმა შოტლანდიას 2-0 სძლია და D ჯგუფში ინგლისთან ერთად სათავეში ჩაუდგა.

D ჯგუფი
გლაზგო, ,,ჰემპდენ პარკი”

შოტლანდია 0:2 ჩეხეთი
42′ 52′ შჩიკი (0-1, 0-2)

შოტლანდია: მარშალი, ჰენრი, კუოერი, ჰენდლი (67′ მაკგრეგორი), ო’ დონელი (79′ ფორესტი), ამსტრონგი (67′ ფრეზერი), მაკფინი, მაკტომინაი, რობერტსონი, დიკესი (79′ ნისბეტი), კრისტი (46′ ადამსი)
მთავარი მწვრთნელი: კლარკი

ჩეხეთი: ვაჩლიკი, კუფალი, ჩელუცკა, კალაში, ბორილი, სოუჩეკი, კრალი (67′ ჰოლესი) მასოპუსტი (72′ ვიდრა), დარიდა (87′ სავჩიკი), იანკტო (ჰლოზეკი), შჩიკი (კრმენჩიკი)
მთავარი მწვრთნელი: სილჰავი

You may also like

Leave a Reply