უხვგოლიან დრამატულ ბრძოლაში ნიდერლანდებმა უკრაინას მოუგო

ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ნიდერლანდებისა და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ამსტერდამის, ,,იოჰან კრუიფის” სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა უხვგოლიანი და თვალსასეირო გამოდგა.

ნიდერლანდებმა უკრაინას 3-2 სძლიეს.

შეხვედრაში ნიდერლანდები 52-ე წუთზე დაწინაურდნენ.
გოლი ,,ნარინჯისფერების” კაპიტანმა ჯორჯინიო ვიინალდუმმა გაიტანა 1-0.

59-ე წუთზე ვოუტ ვეგჰორტმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მან დენზელ დუმფრისის ფლანგური გარღვევის შემდეგ იხეიერა 2-0.

75-ე წუთზე უკრაინამ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.
ანდრეი იარმოლენკომ ულამაზესი გოლი გაიტანა.
უკრაინელმა ფორვარდმა ბურთი სკელენბურგის კარის ცხრიანში გაახვია 2-1.

79-ე წუთზე ანდრეი შევჩენკოს ბიჭებმა წონასწორობა აღადგინეს.
რუსლან მალინოვსკის ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით რომან იარემჩუკმა გადაგზავნა 2-2.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ნიდერლანდთა სამეფოს ნაკრები წინ კიდევ ერთხელ გავიდა.
ნათან აკეს ჩაწოდების შემდეგ დენზელ დუმფრისმა ბურთი თავით გაიტანა 3-2.

ნიდერლანდებმა 3-2 მოიგეს და ამ გამარჯვების შემდეგ 3 ქულა მოიპოვეს. ფრენ დე ბურის გუნდი  C ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

C ჯგუფი
ამსტერდამი, ,,იოჰან კრუიფი”

ნიდერლანდები 3:2 უკრაინა
52′ ვიინალდუმი (1-0), 59′ ვეგჰორსტი (2-0), 75′ იარმოლენკო (2-1), 79′ იარემჩუკი (2-2), 85′ დუფრისი (3-2)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (88′ ველტმანი), დე ვრეი, ბლინდი (64′ აკე), ვან აანჰოლტი (64′ ვეინდალი), , დე როონი, ვიინალდუმი, დე იონგი, ვეგჰორსტი (88′ დე იონგი), დეპაი (90+1′ მალენი)
მთავარი მწვრთნელი: ფრენკ დე ბური

უკრაინა: ბუშჩანი, კარავაევი, ზაბარნი, მატვინენკო, მიკოლენკო, ზინჩენკო, იარმოლენკო, სიდორჩუკი, მალინოვსკი, ზუბკოვი (13′ მარკოსი, 65′ შაპარენკო), იარემჩუკი
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი შევჩენკო

სატურნირო ცხრილი
1. ავსტრია 1 1 0 0 3:1 3
2. ნიდერლანდები 1 1 0 0 3:2 3
3. უკრაინა 1 0 0 1 2:3 0
4. ჩრდ. მაკედონია 1 0 0 1 1:3 0

 

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე