ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა – ვარლამ ლიპარტელიანი პირველობას ინარჩუნებს

ავტორი კახა მიხანაშვილი

ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წონების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რეიტინგში ცვლილებები ქართველ ჯუდოკებსაც შეეხოთ.

პროგრესი -73 კილოგრამში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა განიცადა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი მე-9 ადგილიდან, მე-3 პოზიციამდე აღზევდა.

ერთი პოზიციით წინ წაიწია მსოფლიოს ვიცეჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა.
იგი ამჟამად, -81 კილოგრამში მე-3 ადგილს იკავებს.

-100 კილიგრამში ილია სულამანიძეს უნგრეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე აღებული ბრინჯაოს მედალი  დაუფასეს და 19 წლის ქართველი ჯუდოკა ერთბაშად, 11 პოზიციით დააწინაურეს.
ილია სულამანიძე ახალ რეიტინგში მე-20 პოზიციაზე იმყოფება.

ამ წონას სათავეში კვლავ, ლეგენდარული ქართველი ვარლამ ლიპარტელიანი უდგას.
,,ლიპომ” ზემოთაღნიშნულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სულ კი მას პლანეტის პირველობევზე 6 მედალი დაუგროვდა.

ესეც განახლებული რეიტინგი

-60 კგ
1. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)
2 . იაგო აბულაძე (რუსეთი)
3. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
4. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
5. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
6. ფრანჩისკო გარიგოსი (ესპანეთი)
7. გუსმან ყირგიზბაევი (ყაზახეთი)
8. შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)
9. ჟინ ვონ კიმი (სამხ. კორეა)
10. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
17. თემურ ნოზაძე (საქართველო)
26. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
54. ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო)

-66 კგ
1 . მანუელ ლომბარდო (იტალია)
2. ჯოშირო მარუიამა (იაპონია)
3. ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)
4. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
5. ჰიფუმი აბე (იაპონია)
6. ბასხუუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი)
7. ხერლენ განბოლდი (მონღოლეთი)
8. ბარუშ შმაილოვი (ისრაელი)
9. ალბერტო მარტინ გაიტერო (ესპანეთი)
10. სარდორ ნურილაევი (უზბეკეთი)
29. ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო)

-73 კგ
1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)
2. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)
3.  ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
4. ჩანგრიმ ანი (სამხ. კორე)
5. ტომი მაციასი (შვედეთი)
6. ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოკეთი)
7. ტოჰარ ბუტბული (ისრაელი)
8. არტურ მარგელიდონი (კანადა)
9. ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი)
10. ხიკმატილოხ ტურაევი (უზბეკეთი)
49. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
76. ალეკო მამიაშვილი
(საქართველო)
93. ფრიდონ გიგანი (საქართველო)

– 81 კგ
1. მატიას კასე (ბელგია)
2. საგი მუკი (იაპონია)
3. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)
4. ვედატ ალბაირაკი (თურქეთი)
5. ფრენკ დე ვიტი (ნიდერლანდები)
6. საიდ მოლაი (მონღოლეთი)
7. შაროფუდინ ბოლტაბაევი (უზბეკეთი)
8. ალან ხუბეცოვი (რუსეთი)
9. ანტონ ვალიოს-ფორტიერი (კანადა)
10. დომინიკ რესელი (გერმანია)
17. ლუკა მაისურაძე (საქართველო)
56. ვლადიმერ ახალკაცი (საქართველო)

-90 კგ
1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
2. ნოელ ვან ტ ენდი (ნიდერლანდები)
3. კრისტიან ტოტი (უნგრეთი)
4. ლაშა ბექაური (საქართველო)
5. დავლათ ბობონოვი (უზბეკეთი)
6. ნემანია მეიდოვი (სერბეთი)
7. ივან ფელიოე სილვა მორაეში (კუბა)
8. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
9. კენტა ნაგასავა (იაპონია)
10. მიცაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
40. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
55. უშანგი მარგიანი (საქართველო)
81. ლუკა მაისურაძე (საქართველო)

-100 კგ
1 . ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
2. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია)
3. მიხაელ კორელი (ნიდერლანდები)
4. პეტერ პალჩიკი (ისრაელი)
5. აარონ ვოლფი (იაპონია)
6. გუამ ჩო (სამ. კორეა)
7. ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)
8. შეიდი ელნაჰასი (კანადა)
9. ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი)
10. არმან ადამიანი (რუსეთი)
20. ილია სულამანიძე (საქართველო)
44. ონისე სანებლიძე (საქართველო)
77. ლაშა ტაველური
(საქართველო)
86. გიორგი ჩიქოვანი (საქართველო)

+100 კგ
1 . თემირლან ბაშაევი (რუსეთი)
2. ჰისაიოში ნარასავა (იაპონია)
3. კოკორი კაგეურა (იაპონია)
4. ლუკას კრპალეკი (ჩეხეთი)
5. ინალ ტასოევი (რუსეთი)
6. გურამ თუშიშვილი (საქართველო)
7. რაფაელ სილვა (ბრაზილია)
8. როი მეიერი (ნიდერლანდები)
9. ჰენკ გროლი (ნიდერლანდები)
10. გელა ზაალიშვილი (საქართველო)
23. ლევან მატიაშვილი
(საქართველო)
60. საბა ინანეიშვილი (საქართველო)
64. ონისე ბუღაძე (საქართველო)
80. ადამ ოქრუაშვილი
(საქართველო)

You may also like

Leave a Reply