პირველი უგოლო ფრე ევრო 2020-ზე – ესპანეთი და შვედეთი დაზავდნენ

მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩაატარა.

ლუის ენრიკეს გუნდმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ვერ გამოიყენა. და შვეეთთან ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის პირველმა ტაიმმა ესპანეთის კარნახით ჩაიარა.
ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით მიუხედავად, ლუის ენრიკეს ბიჭებმა პირველ 45 წუთში გოლი ვერ გაიტანეს.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა.
შვედები დაცვაში იდგნენ და პირინეელთა ნახევარზე იშვიათად გადადიოდნენ.
ესპანელები კი სკანდინავიურ დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ და რეალურ საგოლე მომენტს იშვიათად ქმნიდნენ.

ბოლო წუთზე ხერარდ მორენოს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი შვედეთის მეკარე რობინ ოლსენმა მოიგერია.

საბოლოოდ, გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ.
ეს ევრო 2020&ზე პირველი უგოლო მატჩი იყო.

E ჯგუფი
სევილია, ,,ესტადიო დე ლა კარტუხა”

ესპანეთი 0:0 შვედეთი

ესპანეთი: სიმონი, ლორენტე, ლაპორტე, პაუ ტორესი, ალბა, კოკე (87′ რუისი), როდრი (66′ ალკანტარა), პედრი, ფერან ტორესი (74′ ოიარსაბალი), ოლმო (74′ მორენო), მორატა (66′ სარაბია)
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე

შვედეთი: ოლსენი, ლუშტიგი (75′ კრაფტი), ლინდეროფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი, ლარსონი, ოლსონი (84′ კაიუსტე), ეკდალი, ფორსბერგი (84′ ბენგსტონი), ბერგი (69′ კვაისონი), ისაკი (69′ კლაესონი)
მთავარი მწვრთნელი: ანდერსონი

1. სლოვაკეთი 1 1 0 0 2:1 3
2. შვედეთი 1 0 1 0 0:0 1
3. ესპანეთი 1 0 1 0 0:0 1
4. პოლონეთი 1 0 0 1 1:2 0

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე