საქმე 0011 – ფილმის პრემიერა კინოთეატრ ამირანში 28 ივლისს გაიმართება

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
საქმე 0011

28 ივლისს, 20:00 სთ-ზე, კინოთეატრ ამირანში გაიმართება კინორეჟისორ გიორგი გერსამიას მხატვრული ფილმის „საქმე 0011“-ს პრემიერა.  ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ნიკოლოზ ხომასურიძე და ალექსანდრე სუდაძე. რეჟისორის ინფორმაციით, აღნიშნული ფილმი საქართველოს წინა საუკუნის ეპოქის ანარეკლია და ფსიქოლოგიურ დატვირთვას ატარებს. მისივე თქმით,  „საქმე 0011“  ფართო აუდიტორიისთვისაც ძალიან მალე გახდება ხელმისაწვდომი.

– „ფილმში აღწერილია საბჭოთა მწერლის ამბავი, რომელიც ციხის დირექტორის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის წყალობით,  ძალიან საინტერესოდ და დრამატულად ვითარდება. ვფიქრობ, შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრთან ერთად, მოვახერხე და ძალიან კარგად აღვწერე მთავარი გმირების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და ამ ეტაპზე სხვას არაფერს გეტყვით, თუმცა ჩვენების შემდეგ, შეგვიძლია, კიდევ მრავალ დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება.“ – აღნიშნა გიორგი გერსამიამ.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ჩვენება ყველა რეგულაციის მკაცრი დაცვით გაიმართება.

You may also like

Leave a Reply