გამორჩეული ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამას შენარჩუნება სჭირდება – ირაკლი ღარიბაშვილი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ქვეყანაში გამორჩეული ეკონომიკური ზრდაა, რასაც შენარჩუნება სჭირდება.

მისივე ტქმით, ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით გაიზარდა, რის გამოც უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება.

„გვაქვს ძალიან ძლიერი, სოლიდური ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია. 2007 წელს იყო ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ მთელ მსოფლიოში სხვა ვითარება იყო, ახლა სხვა ვითარებაა. ჩვენ მართლაც გვაქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდა, ამას შენარჩუნება სჭირდება. ეკონომიკური ზრდა რატომ არის მნიშვნელოვანი? ბიუჯეტში ქვეყანას გაუჩნდა დამატებით რესურსი, მილიარდ 200 მლნ ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი, რითაც კიდევ უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება, იქნება ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სამტრედიაში, მერობის კანდიდატის წარდგენისას.

You may also like

Leave a Reply