გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“ამ ქალაქს სჭირდება მეგაპროექტები და ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს თბილისი პირველი მეგაპოლისი ჩვენს დიდ რეგიონში” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურა დაასახელა.

“მე ამ ქალაქში დავიბადე, თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრზე უკეთ ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს და ისიც მესმის, რომ ამ ქალაქს დღეს ყველაზე მეტად ღირსების და სამართლიანობის შენარჩუნება სჭირდება, კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან დაცლილი, სამართლიანი გარემო სჭირდება” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა დღევანდელ პრეზენტაციაზე საკრებულოს სია და მაჟორიტარი კანდიდატებიც წარადგინა.

You may also like

Leave a Reply