კალაძის უკან დგას ბოსების უზარმაზარი რაზმი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს რა არის ღირსება – გახარია 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის, რას ამბობენ რეპუტაცია დაკარგული პოლიტიკოსები” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა რეპუტაციადაკარგულ პოლიტიკოსებად თავისი ყოფილი გუნდის ლიდერები მოიხსენია, თუმცა უკვე უშუალო კონკურენტის, კახა კალაძის შეფასებისგან თავი შეიკავა.

“ინდივიდუალურად კახა კალაძეს, როგორც პოლიტიკოსს, მე დღეს არ შევაფასებ. კახა კალაძე რომ იყოს მარტო კახა კალაძე ეს ერთი შეფასება იქნებოდა, სამწუხაროდ, კახა კალაძის უკან დგას “ბოსების” უზარმაზარი რაზმი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს რა რის ღირსება, რა არის სამართლიანობა, რა არის ტყუილი, რა არის ღალატი, რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე. აქედან იწყება ცვლილებები და აქედან იწყება პარტია “საქართველოსთვის” სვლა გამარჯვებისკენ, მაგრამ ეს გამარჯვება იქნება ღირსეული, კეთილსინდისიერებაზე და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, ჩვენ არსად არ გვეჩქარება, ჩვენ დროის რესურსი გვაქვს, ვიღაცებს სხვანაირად რომ ჰგონიათ, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის რას ამბობენ რეპუტაცია დაკარგული პოლიტიკოსები” – განაცხადა გახარიამ.

You may also like

Leave a Reply