კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავიჭირვოთ – ღარიბაშვილი ეპიდვითარებაზე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

აცრები, პირბადე, დისტანცია – გავიჭირვოთ კიდევ რამდენიმე კვირა და ყველა პროგნოზის მიხედვით ოქტომბრიდან სიტუაცია დამშვიდდება. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკური ზრდა არ გაჩერდეს, ისეთივე ტემპით გაგრძელდეს, როგორც ახლა გვაქვს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიაში, მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მან სიტყვით გამოსვლისას ეპიდვითარება მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ეფექტურად მიმდინარეობს, თუმცა ტემპი უნდა დაჩქარდეს.

როგორც პრემიერ აღნიშნავს, ოპტიმისტური პროგნოზის მიხედვით, არსებულ ეპიდვითარებას რამდენიმე კვირაში „გადავტეხავთ“.

„პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს. ჩვენ კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავიჭირვოთ. ვუსმენთ, რა ეპიდემიოლოგებს, ჩვენს ექიმებს; არსებობს ძალიან ოპტიმისტური დამაჯერებელი პროგნოზები, რომ რამდენიმე კვირაში გადავტეხავთ ამ სიტუაციას და ეპიდემიოლგიური ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება. რა გვაძლევს ამის საფუძველს? – პირველ რიგში, ვაქცინაცია, რომელიც ეფექტიანად მიმდინარეობს, სწრაფი ტემპებით. კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ, დღეში 30 ათას აცრას ვაკეთებთ და კიდევ მეტი აცრა უნდა გავაკეთოთ, დღეში 40 ათასამდე უნდა ავიდეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთ მილიონი ადამიანის აცრა მოვახერხოთ 1 თვის განმავლობაში. აცრები, პირბადე, დისტანცია – გავიჭირვოთ კიდევ რამდენიმე კვირა და ყველა პროგნოზის მიხედვით ოქტომბრიდან სიტუაცია დამშვიდდება. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკური ზრდა არ გაჩერდეს, ისეთივე ტემპით გაგრძელდეს, როგორც ახლა გვაქვს“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

You may also like

Leave a Reply