გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, ვინ სად დააყენებს კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება – ღარიბაშვილი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას მიერ საკუთარი კანდიდატურის თბილისის მერობაზე წარდგენასთან დაკავშირებით ვრცლად არ ისაუბრა. მისი თქმით, მან წინამორბედთან დაკავშირებით უკვე გააკეთა შეფასება, ასევე ღარიბაშვილმა თავი აარიდა კალაძე-გახარიას შეხვედრის თემაზე კომენტირებას და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თბილისი მერსა და პარტიის ხელმძღვანელებს შორის შედგა საუბარი.

გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, ვინ სად დააყენებს თავის კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება, არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა” – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ზესტაფონში.

მისივე თქმით, კახა კალაძე ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„კითხვა, ვფიქრობ, აღარ არსებობს, არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა, ყველას საქციელს გაეცემა პასუხი 2 ოქტომბერს. შანსები არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, კახა კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად. მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს, ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Reply