ასაკობრივ ადამიანებში კვლავ დაბალია ვაქცინაციაზე მოთხოვნა, აცრა კი ჰოსპიტალიზაციის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს – ტიკარაძე

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“აცრების კომპონენტში ლიდერობენ ახალგაზრდები. კვლავ დაბალი გვაქვს ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა, შენარჩუნდება გადატვირთული კლინიკებიც და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელიც.

„გამოიკვეთა, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა. ეს მონაცემი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან 60 წლის ზევით ინტენსიურად მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მამაკაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ხოლო ქალებში – 80-90 წელი. აცრების კომპონენტში ლიდერობენ ახალგაზრდები. კვლავ დაბალი გვაქვს ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა. მიგვაჩნია, რომ თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად და არ მივყვებით გასულ წელს დადგენილ ვაქცინაციის კალენდარს, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ეს კალენდარი განსაზღვრული იყო საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომ მნიშვნელოვანია ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია. გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი – განაცხადა ტიკარიძემ.

მისივე თმით, ვაქცინაცია ასაკობრივ ადამიანებში მნისვნელოვანად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს.

დღეს გაანალიზებული გვაქვს ასევე თუ რამდენად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას ვაქცინაცია. ერთი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი არის 2.85%, ხოლო ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში 2.13%. არავაქცინირებულებში, 60 წლის ზევით რისკი არის, თითქმის 95%. ეს გვაძლევს იმის საფუძველს რომ მაქსიმალურად შევეცადოთ კვლავ მოვუწოდოთ ამ ასაკის მოქალაქეებს, რომ ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად ჩაერთონ“ – აღნიშნა მინისტრმა.

You may also like

Leave a Reply