კვლევა: “დელტა” შტამის კრიტიკული განვითარებისგან სინოფარმი და სინოვაკი 100%-ით იცავს  

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

სამეცნიერო ჟურნალ  Lancet-ის პრეპრინტში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ჩინური ვაქცინები სინოფარმი და სინოვაკი კორონავირუსის ე.წ. “დელტა” შტამისას კრიტიკული გართულებისგან 100%-ით იცავს.

ამის შესახებ ინფორმაცია იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გაავრცელა და თან შესაბამისი წყაროც დაურთო.

“საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!

ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.

10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.

100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე!

70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!

59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!” -წერს კულუმბეგოვიფესიბუქის” გვერდზე.

You may also like

Leave a Reply