3 034 ახალი შემთხვევა, 3 952 გამოჯანმრთელებული, 86 გარდაცვლილი, 23 518 აცრილი – 3 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცრების  3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 132 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 559 943-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 952 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 506 486-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გარდაცვალებას, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირებული 86 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 649 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 23 518 პირი აიცრა. ჯამში ჩატარებულია 1 259 391 აცრა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარა – 282, იმერეთი – 375, ქვემო ქართლი – 188, შიდა ქართლი – 213, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 237, კახეთი – 289, მცხეთა-მთიანეთი – 72, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782 საიდანაც:

7 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 120, აჭარაში – 911, იმერეთში – 1 099.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში – 679, აჭარაში – 185, იმერეთში – 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში – 230, აჭარაში – 43, იმერეთში – 35.

2 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 222 – თბილისში, 801 – აჭარაში.

36 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 111 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 108, ხოლო აჭარაში – 3.

სულ 6 ოქტომბრიდან – 2 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 124 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 826 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 471 პირი, აჭარაში – 5 403, იმერეთში – 3 829.

You may also like

Leave a Reply