კორონავირუსით 25 დღის ჩვილი გარდაიცვალა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

25 დღის ჩვილი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გარდაიცვალა. ახალშობილს მკურნალობა ციციშვილი კლინიკაში უტარდებოდა, სადაც ბათუმში რვა დღიანი მკურნალობის შემდეგ გადმოიყვანეს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, ჩვილი მართვით სუნთქვაზე იყო.

“8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ბავშვი ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში დაინტუბირებული, მართვით სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა”, –  განაცხადა ჩხაიძემ.

You may also like

Leave a Reply