სპეცოპერაცია პანკისსა და ღამის კლუბებში, “გავრილოვის ღამე”, ნიკა მელიას საქმე  – ღარიბაშვილმა გიორგი გახარია პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებაში დაადანაშაულა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

„თქვენ ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ. ერთს ვეტყვი, აქედან შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი, ყველამ, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა მას დაარქვა სახელი. ყველა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან. ღალატია ის, რაც მან ჩაიდინა” – ამის შესახებ საქართველოს პრემირმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ შს მინისტრობისა და პრემიერობის დროს არაერთხელ მოახდინა პოლიციის, როგორც ინსტიტუტის დაკნინება.

“გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როდესაც გულდაწყვეტით საუბრობს ინსტიტუტის დაკნინებაზე თუ დანგრევაზე, რაღაც თქვა. მინდა მოსახლეობას შევახსენო, ჩვენ ამის თაობაზე გუნდის შიგნით არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის, მისი თანდასწრებით. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც პრემიერმინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე. პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის, გამო რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა პოლიციას. მეორე ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როდესაც მან ჩაიყვანა სპეცრაზმი პანკისში და მთელ სოფელს აცემინა ქვებით. კაცი არ დაუსჯია მას. მესამე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გახსოვთ, გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი შემდეგ გამოვიდა და ვნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის, იმ ხალხს, ვისაც ნარკომანებს ეძახდა და ასე შემდეგ. ასევე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინებაა ის, როცა აბსოლუტურად გაუაზრებლად უგუნურად დაგეგმავ ოპერაციას, „გავრილოვის ღამეს“ ჩატარებულ სპეცოპარაციას ვგულიხმობ, გამოიყვან სპეცრაზმს გარეთ, როდესაც შიგნით უნდა ყოფილიყო. ნებისმიერ დამწყები სპეციალისტი მაგას აუხსნიდა. აცემინა 3 საათის განმავლობაში, მოსახლეობას აყურებინა როგორ სცემდნენ აგრესიული „ნაცმოძრაობის“ წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცრაზმს. ეს არის სირცხვილი და ინსტიტუტების დანგრევა“, – აღნიშნავს პრემიერი.

You may also like

Leave a Reply