2 684 ახალი შემთხვევა, 2 695 გამოჯანმრთელებული, 83 გარდაცვლილი, 25 670 აცრილი – 4 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 308 PCR ტესტით. ჯამში ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 562 627-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 695 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 509 181.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 83 პაციენტი გარდაიცვალა.

​ბოლო 24 საათში 25 670 ადამიანი აიცრა, ჯამში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე 1 285 742 აცრა ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 080 შემთხვევა, აჭარა – 212, იმერეთი – 262, ქვემო ქართლი – 224, შიდა ქართლი – 198, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 238, კახეთი – 232, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 688 საიდანაც:

7 061 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 068, აჭარაში – 856, იმერეთში – 1 088.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 575 პირი, მათ შორის, თბილისში – 699, აჭარაში – 182, იმერეთში – 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 400 პირი, მათგან თბილისში – 239, აჭარაში – 42, იმერეთში – 37.

2 453 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 – თბილისში, 791 – აჭარაში.

36 174 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 99, ხოლო აჭარაში – 3.

სულ 6 ოქტომბრიდან – 3 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 126 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 046 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 437 პირი, აჭარაში – 5 144, იმერეთში – 3 847.

You may also like

Leave a Reply