1 120 ახალი შემთხვევა, 4 905 გამოჯანმრთელებული, 61 გარდაცვლილი, 16 298 აცრილი

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

 

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 309 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 565 957-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 905 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 519 673.

რაც შეეხება გარდაცვალება, უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი გარდაიცვალა.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 867 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 16 298 პირი, ჯამში ვაქცინა დაწყებიდან დღემდე 1 326 033 აცრა ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 175, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 46, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 94, კახეთი – 73, მცხეთა-მთიანეთი – 40, სამცხე-ჯავახეთი – 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 391 საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 031, აჭარაში – 843, იმერეთში – 1 102.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 572 პირი, მათ შორის, თბილისში – 687, აჭარაში – 179, იმერეთში – 340. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში – 241, აჭარაში – 47, იმერეთში – 35.

2 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 124 – თბილისში, 712 – აჭარაში.

29 083 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 88 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 83, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 5 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 131 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 526 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 133 პირი, აჭარაში – 4 520, იმერეთში – 3 664.

You may also like

Leave a Reply