პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტი მიიღო

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის აქტი მესამე მოსმენით 79 – ხმით 15-ის წინააღმდეეგ დაამტკიცა.

“ამნისტიის შესახებ“ პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.

ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება. პროექტი შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს და ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

კენჭისყრის პროცედურის წინ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტი შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ანულირების შემდეგ მოაწერა ხელი და კენჭისყრის შედეგად გამოჩნდება, ასრულებს თუ არა ანულირებულ დოკუმენტს.

You may also like

Leave a Reply