“სააკაშვილის განცხადება ჩვენთვის მორიგი წინასაარჩევნო საჩუქარია” – კობახიძე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

” ეს არის მორიგი წინასაარჩევნო საჩუქარი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ჩვენ ეს გვამობილიზებს, ჩვენს მხარდამჭერებს ამობილიზებს, მადლობა მას მორიგი საჩუქრისთვის. ეს ხელს შეგვიწყობს მხარდამჭერების მობილიზებაში და დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო შედეგზე. ცოტა მდორედ წარიმართება ეს არჩევნები მოგეხსენებათ, რაც კარგია, რადგან მშვიდი საარჩევნო გარემოა, ამიტომ მობილიზაცია უფრო რთულია ხოლმე მშვიდ საარჩევნო გარემოში, ამიტომ სააკაშვილის განცხადება იყო ძალიან დროული”-  ამის შესახებ  “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

კითხვაზე,  სააკაშვილს ჩამოსვლის შემთხვევაში თუ მას დააკავებენ,  როგორ განვითარდება მოვლენები, კობახიძემ უპასუხა:  “ძალიან ლამაზად”. ხოლო შეკითხვაზე ხომ არ შეეწირება ამ პროცესს ვინმეს თანამდებობა, კობახიძემ უპასუხა, რომ გახარიასგან განსხვავებით, ღარიბაშვილი მოღალატე არაა.

“პრემიერი აღარ არის გახარია, მელია არ დააკავა და სააკაშვილს რას დააკავებდა. რომ ყოფილიყო პრემიერი გახარია, სააკაშვილს კიდევ შეიძლება ეს გაებედა, აქედან გამომდინარე სააკაშვილს მიეჩინება ადგილი იქ, სადაც არის მისი ადგილი,”- განაცხადა კობახიძემ.

You may also like

Leave a Reply