1 965 ახალი შემთხვევა, 3 996 გამოჯანმრთელებული, 50 გარდაცვლილი, 24 262 აცრილი – 7 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 624 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 740 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 884 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 567 922 შეადგინა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 996 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა გაიზარდა 523 669-მდე.

რაც შეეხება გარდაცვალება, უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული 50 პაციენტი გარდაიცვალა.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 917 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 262 პირი, ჯამში ვაქცინა დაწყებიდან დღემდე 1 340 062  აცრა ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა – 201, იმერეთი – 288, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 150, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 168, კახეთი – 161, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 36 310 საიდანაც: 6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 930, აჭარაში – 784, იმერეთში – 1 084. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში – 684, აჭარაში – 178, იმერეთში – 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი, მათგან თბილისში – 242, აჭარაში – 41, იმერეთში – 35. 2 152 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 – თბილისში, 682 – აჭარაში. 27 392 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 97 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 6 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 131 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 111 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 133 პირი, აჭარაში – 4 154, იმერეთში – 3 357.

You may also like

Leave a Reply