13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება  – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის გარდა, ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება.

დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოდან შეიზღუდა, თავდაპირველი გადაწყვეტილებით რეგულაცია 4 სექტემბერს უნდ ამოხსნილიყო , თუმცა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

You may also like

Leave a Reply