თუ “ოცნება” ეცდება საარჩევნო ბარიერის აწევას, ეს იქნება 19 აპრილის შეთანხმებიდან მორიგი გაქცევა – ჯაფარიძე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“თუ ქართული ოცნება ეცდება საარჩევნო ბარიერი უფრო აწიოს, კიდევ ერთხელ მორიგი დარღვევა იქნება 19 აპრილის შეთანხმების და კიდევ ერთი გაქცევა ამ შეთანხმებიდან, რაც საერთოდ არ გამიკვირდება” – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

​მისი თქმით, ის ბუნებრივი ბარიერის მომხრეა და მოლაპარაკებების დროსაც ამ პოზიციას იცავდა. ჯაფარიძის განმარტებითვე, აღნიშნული საკითხი მხარეებს შორის ყოველთვის იყო დავის საგანი, ხოლო ბოლოს მედიატორების დახმარებით კონსენსუსს მიაღწიეს და საარჩევნო ბარიერის ორ პროცენტამდე შემცირებაზე შეთანხმდნენ.

„ჩემი აზრით, ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი. ეს არის ერთადერთი სამართლიანი ბარიერი, რაც შეიძლება არსებობდეს. თუმცა მოლაპარაკების მაგიდაზე, მათ შორის მიშელის მედიაციით მოლაპარაკების მაგიდაზე, „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობდა, ბარიერი ყოფილიყო სამი პროცენტი, ამაზე იყო მუდმივი კამათი. მე ვიყავი გამორჩეულად, ვინც იცავდა ბუნებრივი ბარიერის თემას, მაგრამ საბოლოო ჯამში კონსენსუსის სახით მედიატორებმა შემოგვთავაზეს ბუნებრივიდან ორ პროცენტამდე ბარიერი, რაც ჩაიწერა. თუ ისინი ეცდებიან, ბარიერი უფრო აწიონ, კიდევ ერთხელ მორიგი დარღვევა იქნება 19 აპრილის შეთანხმების და კიდევ ერთი გაქცევა ამ შეთანხმებიდან, რაც საერთოდ არ გამიკვირდება. ბოლომდე დაიკიდეს ყველაფერი და არაერთ ნაწილში, მათ შორის მართლმსაჯულების, გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს ნაწილში დაარღვიეს, რაც პრინციპული საკითხი იყო ჩვენთვის და პარტნიორებისთვის“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

You may also like

Leave a Reply