ჟან-პოლ-ბელმონდოს ხსოვნის პატივსაცემად გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საფრანგეთი ჟან-პოლ-ბელმონდოს ემშვიდობება – პარიზში გამართულ მასშტაბურ სამგლოვიარო ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო. მათ შორის, მსახიობის ხსოვნას პატივი მიაგეს ცნობილმა ადამიანებმა – ხელოვანებმა, სპორტსმენებმა და პოლიტიკოსებმა. ღონისძიებას ესწრებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი, პირველ ლედისთან ერთად. ემანუელ მაკრონმა გამოსამშვიდობებელი სიტყვისას აღნიშნა, რომ ბელმონდომ “დაუვიწყარი კვალი დატოვა კინოს ისტორიაში” და მას “შეუდარებელი მსახიობი” უწოდა.

ჟან-პოლ-ბელმონდოს დაკრძალვა 10 სექტემბერს ვიწრო წრეში, მხოლოდ ოჯახის წევრების თანდასწრებით გაიმართება.

ცნობილი მსახიობი 6 სექტემბერს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო 

You may also like

Leave a Reply