შსს-მ ყვარელში ბანკზე თავდამსხმელი დააკავა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია დასრულდა – სამართალდამცველებმა ყვარელში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი შეიარაღებული პირი დააკავა.

დაკავებული ყვარლის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანე. შემთხვევის ადგილს ნელ-ნელა იქ მობილიზებული სამართალდამცველებიც ტოვებენ, ადგილზე უკვე აღარ არის სპეციალური ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთი კოვიაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარზე საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით.

„რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები“, – განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკზე თავდამსხმელს მძევლად 12 პირი ჰყავდა აყვანილი, თუმცა მძევლების ზუსტი რაოდენობა ოფიციალურ უწყებას ჯერ არ დაუკონკრეტებია. ცნობილია, რომ ისინი თავდამსხმელის დაკავებამდე ერთი საათით ადრე გათავისუფლდნენ.

You may also like

Leave a Reply