2 455 ახალი შემთხვევა, 4 427 გამოჯანმრთელებული, 58 გარდაცვლილი, 24 670 აცრილი -9 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინიცირების 2 455 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 151 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 458 PCR ტესტით. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 572 948 შეადგინა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან განიკურნა 4 427 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 531 764.

რაც შეეხება გარდაცვალებას, უკანასკნელ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში ჯამში 8 035 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 670 ადამიანი, ჯამში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ჩატარებულია 1 405 877 აცრა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა – 249, იმერეთი – 342, ქვემო ქართლი – 170, შიდა ქართლი – 142, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219, კახეთი – 211, მცხეთა-მთიანეთი – 67, სამცხე-ჯავახეთი – 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 123 საიდანაც:

6 417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 743, აჭარაში – 721, იმერეთში – 1 081.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 500 პირი, მათ შორის, თბილისში – 650, აჭარაში – 167, იმერეთში – 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 32, იმერეთში – 30.

2 032 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 049 – თბილისში, 593 – აჭარაში.

24 674 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 78, ხოლო აჭარაში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 8 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 136 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 583 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 997 პირი, აჭარაში – 3 855, იმერეთში – 3 161.

You may also like

Leave a Reply