ახლა აღარაფერს ვსაქმიანობ, მანამდე “ქართულ ოცნებაში” უბნის უფროსი ვიყავი – რაფაელ მურსაკულოვი

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ავსტარალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის თქმით, ის პარტია “ქართლი ოცნების” თანამშრომელი იყო.

რაფაელ მურსაკულოვმა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის კითხვაზე, “რას საქმიანობდა?” – უპასუხა:

“ახლა აღარაფერს ვსაქმიანობ, მანამდე “ქართულ ოცნებაში” უბნის უფროსი ვიყავი”

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მურსაკუვის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან მისი განცხადებით, მურსაკულოვს დანაშაულთან შემხებლობა საერთოდ არ აქვს.

საქმის პროკურორმა სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს როგორც მიმალვის, ისე მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.

სახელმწიფო ბრალდება რაფაელ მურსაკულოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის, პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნტქის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მურსაკულოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

You may also like

Leave a Reply