“მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, ხალხი დაისვენებს და ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე” – ღარიბაშვილი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, ხალხი დაისვენებს და ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე” – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით,  „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში.

„ჩვენს გუნდს და ჩვენს პარტიას დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მერებს, ანუ მათ, ვინც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, ხალხი დაისვენებს და ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე, შრომასა და განვითარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი საქმე“, – განაცხადა პრემიერმა.

You may also like

Leave a Reply