ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის ტერიტორიის გამოყენებაზე, სადაც “ოცნება” მუდმივად მართავს ღონისძიებებს, უარი გვეთქვა – ხატია დეკანოიძე   

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი პარტიის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია მოხდა.

კერძოდ, მისი თქმით, სამტრედიაში, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის ტერიტორიის გამოყენებაზე, სადაც “ოცნება” მუდმივად მართავს ღონისძიებებს, მათ უარი მიიღეს.

დეკანოიძის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსი არიან.

“ზეგ, სამტრედიაში წარდგენა გვქონდა დაგეგმილი მერის და მაჟორიტარობის კანდიდატების.

გადავაგზავნეთ ადგილმდებარეობის ნებართვაზე წერილი, კერძოდ, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე “ოცნება” მუდმივად ატარებს წარდგენას და შეხვედრებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით.

მოგვივიდა თანხმობა, მაგრამ 5 წთ ჩვენს ორგანიზაციას დაურეკეს და უთხრეს, რომ შეიცვალა პირობა და მუზეუმი უნდა დაიხუროს. კოვიდის შემთხვევები იქ დაფიქსირებული არ არის.

პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაზე საქმის კურსშია ეუთო/ოდირის მისია საქართველოში.

წარდგენას მაინც ჩავატარებთ! ვერავის დაჩაგრავთ. ყველაფერს დაგიფიქსირებთ” – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

You may also like

Leave a Reply