შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფალ მურსაკულოვს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიებისგან სრულად გათავისუფლებას მოითხოვდა, ადვოკატის განცხადებით, მურსაკალოვს არ აქვს შემხებლობა დანაშაულთან.

სხდომაზე პროკურორმა გიორგი ქობულაძემ შუამდგომლობის დასაბუთებისას განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. მისივე თქმით, რაფაელ მურსაკულოვმა სცადა და გაანადგურა მტკიცებულებათა ნაწილი, დანაშაულის იარაღი მხოლოდ დანის ტარი იქნა ამოღებული.

You may also like

Leave a Reply