33% – ქართული ოცნება, 25% – ნაცმოძრაობა, 10% – საქართველოსთვის – გიორგი გახარია – Edison Research-ის კვლევა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა გამოკითხვა ჩაატარა.

​კითხვაზე: “დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?” –  შედეგები შემდეგია:

ქართული ოცნება – 33%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%;

საქართველოსთვის – გიორგი გახარია – 10%;

ლეიბორისტული პარტია – 6%;

გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%;

ლელო – 3%;

ხალხისთვის – ანა დოლიძე – 3%;

პატრიოტთა ალიანსი – 3%;

მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;

ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 2%;

გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2%;

ერი – ლევან ვასაძე – 2%;

დროა – ელენე ხოშტარია – 1%;

მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%;

სხვა – 2%;

“ფორმულას” ცნობით. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

წყარო: ტელეკომპანია “ფორმულა”

You may also like

Leave a Reply