2 533 ახალი შემთხვევა, 1 762 გამოჯანმრთელებული, 57 გარდაცვლილი, 25 132 აცრილი – 11 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 533ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 383 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 987 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 396 PCR ტესტით. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 579 031 შეადგინა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში  ვირუსისგან განიკურნა 1 762 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 536 321-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირებული  57 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში საქართველოში კორონავირუსს  8 146 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 25 132 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე ჩატარებულია 1 467 065 აცრა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა – 177, იმერეთი – 422, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 150, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 244, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 538 საიდანაც:

6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 583, აჭარაში – 716, იმერეთში – 1 099.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 488 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 165, იმერეთში – 359. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 37, იმერეთში – 28.

1 780 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 964 – თბილისში, 472 – აჭარაში.

26 544 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 87 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 80, ხოლო აჭარაში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 10 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 141 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 303 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 523 პირი, აჭარაში – 3 410, იმერეთში – 3 204.

You may also like

Leave a Reply