არავაქცინირებული პირები კოვიდ 19-ით  გარდაცვალების 11-ჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სრულად ვაქცინირებულები – კვლევის შედეგები

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
ვაქცინირებული პირი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგების მიხედვით, არავაქცინირებული პირები კოვიდ 19-ით გარდაცვალების 11-ჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სრულად ვაქცინირებულები

„ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ვაქცინირებულებისგან განსხვავებით არავაქცინირებულების დაინფიცირების ალბათობა ოთხნახევარჯერ მეტია, ჰოსპიტალიზების – 10-ჯერ, გარდაცვალების კი – 11-ჯერ “,- განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ.

აშშ-ში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ  ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების წინააღმდეგ ძლიერ დაცვას გვთავაზობენ  უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტის პირობებშიც.

You may also like

Leave a Reply