ერაყში ერბილის აეროპორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
ერბილის აერიპორტი

ერაყში, ერბილეს აეროპორტის სიახლოვეს სამი დრონი ჩამოვარდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის დროს 6 აფეთქების ხმა გაისმა. მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არაა დაზიანებული არც აეროპორტი.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონებით განხორციელდა.

აღნიშნული აეროპორტი რამდენჯერმე გახდა უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმა მიმდინარე წლის აპრილში განხორციელდა.

ცნობისთვის, ერბილი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქია.

You may also like

Leave a Reply