საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
სინოფარმი

საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო.

ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.

საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს .

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასობრივი იმუნიზაციის დროულად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელების პროცესში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

You may also like

Leave a Reply