ყვარლის ბანკში შეჭრაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ყვარლის ბანკში შეჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შალვა მელიქიშვილი ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალში 9 სექტემბერს შეიჭრა, მან მძევლად 13 ადამიანი აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. მისი დაკავების სპეცოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა, ცამეტივე მძევალი უვნებელი გათავისუფლდა.

ბრალდებულის დაკავებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება. უწყების ცნობით, გამოძიება დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევას ედავება – თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების.

You may also like

Leave a Reply