“შიშით ფეხები მიკანკალებს” – კახა კალაძე ოპონენტებთან დებატებზე

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
კახა კალაძე

“შიშით ფეხები მიკანკალებს” – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპონენტების შეფასებას, რომელიც მოჰყვა მის მიერ ნათქვამ უარს 4 ტელევიზიის მიერ შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე. კალაძის განმარტებით, გიორგი გახარია და ნიკა მელია მისთვის სხვა კანდიდატებისგან არაფრით განსხვავდება.

“მზად ვარ დებატებისთვის. თვარმეტივე თუ თექვსმეტივე დადგეს, ნეიტრალურ ტელევიზიაში, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“.  ესენი არავისგან განსხვავდებიან არც რეიტინგებით,  არც წარსულით, არც აწმყოთი და არც მომავლით“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ტელეკომპანია – „ფორმულა“, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, დედაქალაქის მერობის 3 კანდიდატს: ნიკა მელიას, გიორგი გახარიას და კახა კალაძეს დებატებისთვის 28 სექტემბერს, 22:00 საათზე ეთერს სთავაზობს.

 

You may also like

Leave a Reply