არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება – კახა კალაძე

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არიან მგზავრები, რომლებიც მიზანმიმართულად არ იკეთებდნენ პირბადეს.

„ტრანსპორტზე რეგულაციებს, რაც მოთხოვნილი იყო, მაქსიმალურად დავიცავთ. არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. ამის ბევრი მაგალითიც გვქონდა. ძალიან დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ იკეთებდნენ პირბადეს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეეზღუდათ. ავტობუსები, რაც ჰყავს დედაქალაქს, ყველა გაშვებულია ხაზზე და ემსახურება თბილისს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

You may also like

Leave a Reply