მათ, ვინც ბოლო 6 თვეში გადაიტანა კოვიდი, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე აცრის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

მათ, ვინც ბოლო 6 თვეში გადაიტანა კოვიდი, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე აცრის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ  ბრიფინგზე აღნიშნა, 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ.

„არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებაზე (მაგალითად, კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ” – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

You may also like

Leave a Reply