946 ახალი შემთხვევა, 4 351 გამოჯანმრთელებული, 48 გარდაცვლილი, 14 703 აცრილი – 13 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 442 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 750 PCR ტესტით. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 581 815 გახდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 4 351 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 545 916-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გარდაცვალებას, უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 233 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 14 703 ადამიანი, ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე ჯამში ჩატარდა  1 507 986 აცრა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 133, ქვემო ქართლი – 38, შიდა ქართლი – 36, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 595 საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 583, აჭარაში – 714, იმერეთში – 1 076.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 419 პირი, მათ შორის, თბილისში – 576, აჭარაში – 170, იმერეთში – 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 209, აჭარაში – 35, იმერეთში – 25.

1 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 – თბილისში, 404 – აჭარაში.

19 798 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 81, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 6 ოქტომბრიდან – 12 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 146 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 097 ადამიანი.

You may also like

Leave a Reply