მათი მიზანია უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის – ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოს პრემირმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო ფაილების ინტერნეტსივცეში გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ამის გამკეთებლის მიზანი მთავრობასა და ეკლესიას შორის უთანხმოების ჩამოვარდნაა

“გუშინ გავრცელდა მორიგი ცილისწამება და სიცრუეზე დაფუძნებული გარკვეული მასალები, დოკუმენტაცია, რომლითაც, მათი მიზანი და ამოცანაა, რომ რაღაც გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის. ყველამ კარგად იცის ვიცით, არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც დღეს არის მთავრობასა და ეკლესიას შორის” – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმითვე, ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ აქვს და ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს 2 ოქტომბრის არჩევნებში.

“ჩვენ არ ვიძახით, უნაკლონი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეცდომები მოგვსვლია და კიდევ მოგვივა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ჩვენი გამოწვევებით, ჩვენი შეცდომებით, ხარვეზებით, მაგრამ მივდივართ წინ. ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა უპრეცედენტო, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ, თუ არა ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ვიცით ომის ფასი, ვიცით გმირობის ფასი, ერთგულების ფასი, სამშობლოს სიყვარულის ფასი, მაგრამ გვინახავს ღალატიც, შიშიც და ლაჩრობის ძალიან ბევრი მაგალითიც. ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს, ხალხი აკეთებს სწორ არჩევანს, შემთხვევითი არ არის, რომ შვიდ არჩევნებში “ქართული ოცნება” იმარჯვებს და კვლავაც, მერვე არჩევნებში გაიმარჯვებს იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს დღეს ქვეყანაში. 2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ყველგან, ყველა ქალაქში ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ მშვიდობიან განვითარებას“ – აღნიშნა პრემიერმა ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას.

You may also like

Leave a Reply