ღარიბაშვილმა ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოსმენაზე ან თქვას, რომ არის უუნარო და მის დაქვემდებარებაში მყოფ სუს-ს ოპოზიცია ვაკონტროლებთ – ნაცვლიშვილი

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

„ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც მიემართება ოქტომბრის შემდგომ გამოცხადებულ დევნის და რეპრესიების ქრონიკებს, ავტომატურად ჯდება ავტორიტარული მმართველის განცხადებებში, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მმართველები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. მან კიდევ ერთხელ მოხაზა ის სივრცე რომელსაც ის ეკუთვნის – ავტორიტარიზმს”  – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც  “მოღალატეებსა და მტრებს არჩევნების შემდეგ საკადრისი პასუხი გაეცემათ”

მისივე თქმით, ღარიბასვილმა ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოსმენებზე, ან აღიაროს, რომ უუნარო პრემიერია.

“რაც შეეხება ოპოზიციის მიმართულებით ისრების გადატანას, ღარიბაშვილს ახლა აქვს ორი არჩევანი – ან თქვას, რომ ის არის იმდენად სუსტი და უუნარო პრემიერი, რომ მასთან დაქვემდებარებულ სუს-ს ოპოზიცია ვაკონტროლებთ და მაშინ უნდა გადადგეს, თუ ასეთი უუნარო პრემიერია, ან უნდა აღიაროს, რომ სამღვდელოების ან სხვათა მოსმენებს აკეთებს ის უწყება, რომელიც კანონით პირდაპირ არის მის დაქვემდებარებაში. ან აიღოს პასუხისმგებლობა მოსმენებზე, რადგან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი უწყება ახორციელებს მოსმენას ან ის არის საოცრად უუნარო, ფაქტობრივად, ბუტაფორია და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას აკონტროლებს სხვა და ჰოი საოცრებავ, ეს არის ოპოზიცია“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

You may also like

Leave a Reply