​გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად აიკრძალა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

​გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად აიკრძალა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა გალის რაიონის სკოლებში ქართულად სწავლა სრულად აკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია – ” ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან” ავრცელებს.

გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებად სკოლებში აქამდე ერთადერთი იყო მე-11 კლასი, სადაც შესაძლებელი იყო ქართულ ენაზე სწავლება, სეპარატისტების გადაწყვეტილებით კი ესეც აიკრძალა. ამიერიდან ქართული ენა და ლიტერატურა გალის რაიონის სკოლებში იქნა უცხო ენად წარმოდგენილი, ხოლო ყველა საგნის სწავლება მოხდება რუსულად.

დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებად სკოლებში, ქართული სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა.

საქმე ისაა, რომ რუსული სწავლება სკოლებში ეტაპობრივად დაინერგა, დამამთავრებელი, მე-11 კლასი კი იყო ერთადერთი, რომელსაც სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინა.

დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას წელს უკვე, ყველა საგანში რუსულ ენაზე გააგრძელებენ.

ქართული ენა და ლიტერატურა, დღეიდან გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი.

შესაბამისი ინფორმაცია, სკოლის დირექტორებს, 12 სექტემბერს, საგანგებო თათბირზე გააცნეს” – წერია ორგანიზაცია ” ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან” გავრცელებულ მასალაში.

You may also like

1 კომენტარი

"ბოლო ქართული კლასი აფხაზეთში... ჩვენ ვართ ხალხი, რომლებსაც ართმევდნენ მამულს, ენას, სარწმუნოებ September 14, 2021 - 5:19 pm

[…] სკოლებში ქართულად სწავლა სრულად აკრძალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება […]

პასუხი

Leave a Reply

%d bloggers like this: