3 221 ახალი შემთხვევა, 2 990 გამოჯანმრთელებული, 54 გარდაცვლილი, 26 125 აცრილი – 14 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 717 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 507 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 210 PCR ტესტით. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 585 036-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 990 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 548 951.

რაც შეეხება გარდაცვალებას, უკანასკნელ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 287 ადამიანი ემსხვერპლა.

ბლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინით აიცრა 26 125 ადამიანი. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა – 1 534 111 აცრა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარა – 220, იმერეთი – 498, ქვემო ქართლი – 194, შიდა ქართლი – 279, გურია – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 272, მცხეთა-მთიანეთი – 93, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 772 საიდანაც:

5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 428, აჭარაში – 664, იმერეთში – 1 046.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 387 პირი, მათ შორის, თბილისში – 557, აჭარაში – 167, იმერეთში – 356. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში – 207, აჭარაში – 29, იმერეთში – 25.

1 539 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 903 – თბილისში, 367 – აჭარაში.

20 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 76, ხოლო აჭარაში – 2.

სულ 6 ოქტომბრიდან – 13 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 147 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 999 ადამიანი.

You may also like

Leave a Reply