პრემიერი ფაილებზე: პროკურატურა განიხილავს ვერსიას, ხომ არ იყო ჩართული გახარია, ან ხოჯევანიშვილი​​

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

​ეს არის ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის შეთქმულება პირდაპირ სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში სხვა მოღალატეების კვალიც იკვეთება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ფაილებზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო მასალებია.

ღარიბაშვილის თქმით, საგამოძიებო უწყება ყველა ვერსიაზე მუშაობს და ის გამოკვეთს, რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე.

“პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ შეიძლება, თეორიულად ხომ არ არის გამორიცხული, ან შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ინფორმაციასთან, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მსურს, რომ წინასწარ დასკვნები გავაკეთო იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს ეს ფალსიფიკაციაა, ფაბრიკაცია თუ კიდევ სხვა უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Reply