რუსულმა კომპანიამ, “ბილაინმა”, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას – სააკაშვილი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“რუსულმა კომპანიამ, ბილაინმა, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული კომპანია მთლიანად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ კონტროლდება.

“რუსულმა კომპანიამ, ბილაინმა, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას.

ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეესბე-ს მიერ დღესდღეობით.

ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეესბე-ს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან.

ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?..” -წერს სააკაშვილი.

You may also like

Leave a Reply